გურამ მაჭარაშვილი: ის რომ ნიკა მელია ხელცარიელი ჩამოვიდა კიევიდან გვიმტკიცებს, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია არის გაკოტრების რეჟიმში

ჩვენი ინტერესის სფეროს ნამდვილად არ წარმოადგენს „ნაცმოძრაობის“ გადაწყვეტილება იმიტომ, რომ მათ გადაწყვეტილება უკვე მიიღეს, რომ ისინი შემოვლენ თუ არა პარლამენტში, დამოკიდებულია მხოლოდ ერთ ადამიანზე, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ის, რომ ნიკა მელია ხელცარიელი ჩამოვიდა კიევიდან ზუსტად მაგას გვიმტკიცებს, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია არის უკვე გაკოტრების რეჟიმში. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მათი გადასაწყვეტია. თუ შემოვლენ პარლამენტში დაზიანებულები იქნებიან, იმიტომ რომ პრინციპს უღალატებენ. არ შემოვლენ – უკვე მარგინალიზაციას დაიწყებენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.