თუ ხელისუფლბა დესტრუქციას მიმართავს, პასუხისმგებელიც თავად იქნება- ვარლამ გოლეთიანი

„ნამახვანჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, არ შეიძლება  ამ ქვეყანაში ასე უპასუხისმგებლოდ ხდებოდეს და იმართებოდეს  ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორიც არის ენერგოსექტორი და მისი განვითარება.

„შეუძლებელია ამ წარმოუდგენლად არაადეკვატურ ნარატივს ვუსმინოთ და კმაყოფილი ვიყოთ საზოგადოება ამ ყველაფრით, რადგან ნამახვანი არის სისტემური პრობლემების სათავე, ამიტომ არ შეიძლება ასე უპასუხისმგებლოდ ხდებოდეს და იმართებოდეს ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორიც ენერგოსექტორი და მისი განვითარებაა,” – განაცხადა გოლეთიანმა

მისივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდება აქციის მონაწილეებისადმი, გახლავთ მუქარა და ისინი არავის მისცემენ უფლებას, ვინმემ მათ მიერ მოწყობილი მშვიდობიანი აქცია მარგინალურ ჭრილში განიხილოს, ხოლო  ამით კი საზოგადოებაზე პროვოცირება მოახდინოს .

„,ეს უკვე, ალბათ უფრო, მუქარის ნაწილია მათი მხრიდან და ერთი რამ მინდა მეგობრებო მოგიწოდოთ, შეიძლება გარკვეული, ასე ვთქვათ, პროვოკაციული ჯგუფები ჩვენთან არსებობდეს და ბუნებრივია, ხელისუფლება ამაზე მუშაობს, რომ ჩვენი ერთობის სულისკვეთებით განმსჭვალული მსვლელობა მარგინალურ ვექტორზე გადაიყვანოს, მაგრამ ამის უფლებას არავის არ მივცემთ, ამ არაადეკვატურობისაგან კი თავს დავიცავთ პიკეტირების მეშვეობით“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ -მინისტრმა იარკლი ღარიბაშვილმა, „ნამახვანჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის  მონაწილეებს გონიერებისკენ მოუხმო და განაცხადა, რომ სახელმწიფო კონსტიტუციის მიერ იმართება, მისი უგულებელყოფის შემთხვევაში კი სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება.

„მინდა აქციის მონაწილეებს გონიერებისკენ მოვუხმო და შევახსენო, რომ სახელმწიფო კონსტიტუციისა და კანონის მიერ იმართება, ვინც გადავა კანონის მიღმა, სახელმწიფოს მათდამი შესაბამისი რეაგირება ექნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა