მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს, ეს დააბალანსოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და დიფერენციაციასთან მიმართებაში, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე – კელი დეგნანი „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე 

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს, განიხილავდეს და მხედველობაში იღებდეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განცხადა.

დეგნანი „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და დიფერენციაციასთან მიმართებაში, რათა საქართველო ელექტროენერგიის გამო არ იყოს რუსეთზე დამოკიდებული.

ელჩის შეფასებით, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართვა ენერგოპროექტების განვითარებაში.

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს, განიხილავდეს და მხედველობაში იღებდეს. გამოხატვის თავისუფლება და ამ შეშფოთების გამოთქმის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დაუთმოს დრო ამ შეშფოთების მოსმენას და იმუშაოს მის მოსაგვარებლად.

მთავრობამ უნდა დააბალანსოს ეს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და დიფერენციაციასთან მიმართებაში, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე ელექტროენერგიის გამო, საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ბევრი გადასახადი ელექტროენერგიის გამო. ეს რთული ბალანსია, თუმცა, უმთავრესია საზოგადოების შეშფოთების მოსმენა და მათი ჩართვა ამ ენერგო პროექტების განვითარებაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.