“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს ვულოცავ “ოცნების” ყველა უბანში გამარჯვებას!

ლუკა ფეიქრიშვილი.

საზოგადოება “უმბრელა”

-“გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას,ელენე ხოშტარიას,ნიკა რურუას და სხვა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ულოცავ ქართული ოცნების ყველა უბანში გამარჯვებას…
ეს თქვენი დიდი დამსახურებაა მეგობრებო რაც თავიდანვე ვიცოდი…
– გადაავლეთ თვალი ჩემს წინა პოსტებს,თითქმის სულ ერთი და იგივეს ვიმეორებდი ყველგან აი ამ სიტყვებს:
“არ მინდა რომ ბოლომდე ამოვიღო და ვთქვა ყველაფერი”
“არ ვაპირებ ვინმეს თავზე გადავახტე”
“მერამდენჯერ უნდა გაუქროთ იმედი ამომრჩეველს” – და ასე შემდეგ,თუმცა ბოლო პატარა იმედი არ მსურდა გამექრო საზოგადოებისთვის და არც ჩემი თავისთვის ამიტომაც ავირჩიე დუმილი.
ამ ეტაპზე მე თქვენს ოფიციალურ კომენტარს და გადაწყვეტილებას დაველოდები…
დაველოდები იმას თუ რას იტყვით დღევანდელი არჩევნების შედეგებზე – და ამის შემდეგ უკვე დასამალი აღარაფერი იქნება და მეც ამომწურავად დავწერ იმას რაც არის რეალობა და რასაც ვფიქრობ თქვენზე…”

კომენტარის დატოვება