საოკუპაციო ხაზთან დავინახე ის, რაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ნახოს ევროკავშირიდან და ნატოდან – პოლონეთის პრეზიდენტი

გუშინ , პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საოკუპაციო ხაზი მოინახულა დღეს კი, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტების ერთობლივ  პრესკომფერენციაზე ანდჟეი დუდამ საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასა და რუსეთის მიერ ექვსპუნქტიანი შეთანხმების დარღვევებზე ისაუბრა.

,,გუშინდელი დღე იყო ორმაგი ზეიმი, რადგან ეს იყო დამოუკიდებლობის აქტის მიღებისა და 30 წლის თავი საქართველოს საბჭოთა დომინაციიდან განთავისუფლებიდან. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ადმინისტრაციული ხაზის ნახვა გუშინ. მე დავინახე ის, რაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ნახოს ევროკავშირიდან და ნატოდან, რომ კარგად გააცნობიერონ თუ რას ნიშნავს თანამედროვე რუსული პოლიტიკა. ესაა მიტოვებული სახლები, გადაადგილების შეზღუდვა. მე ვიყავი იქ, საიდანაც მოსჩანდა რუსული სამხედროების შტაბი, რომელზეც რუსული დროშა ფრიალებდა. ეს კი არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების აშკარა დარღვევა. ესაა უკანონობის აშკარა მაგალითი, რაც საერთაშორისო წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ ეს გაცნობიერებული“ – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.