არ ვფიქრობ, რომ გახარია კონკურენტული იქნება – გურამ მაჭარაშვილი

როცა “ქართულ ოცნებაში” იზრდები როგორც პოლიტიკოსი და მის მხრებზე დგახარ, შეიძლება გრძნობდე, პოპულარობას, მაგრამ როგორც კი ეს გამოგეცლება, ამბიციები დაიწევს – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი პოლიტიკიდან რეალურად წავიდა და პოლიტიკურ პროექტებში მონაწილეობას არ მიიღებს, მითუმეტეს, ახალი პროექტის შექმნა, რომელიც “ქართული ოცნების” კონკურენტი იქნება, აბსურდია.

“საზოგადოებამ დაინახა, რომ არც ერთ კითხვაზე გიორგი გახარიას კონკრეტული პასუხები არ არსებობს. ეს ბუნებრივიც იყო და ჩვენ ვამბობდით რომ მარტივი არ იქნებოდა მისთვის იმ პერიოდის კრიტიკა, სადაც თვითონ იყო ლიდერი, აქედან გამომდინარე, არ იქნება მარტივი ოპოზიციური სტატუსი დაიწერო მაშინ, როცა ერთი თვის წინ იყავი “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი. ვნახოთ როგორ გამოუვა მას ოპოზიციის პოზიციიდან თავისივე თავის კრიტიკა, არ მგონია ეს პერსპექტიული იყოს. როცა „ქართულ ოცნებაში“ იზრდები როგორც პოლიტიკოსი და მის მხრებზე დგახარ, შეიძლება გრძნობდე, რომ პოპულარული ხარ, მაგრამ როგორც კი ეს გამოგეცლება, ამბიციები დაიწევს და რეალობას თვალს გაუსწორებ, ვნახოთ, რამდენად იქნება კონკურენტული პოლიტიკურ ველზე, არ ვფიქრობ, რომ ეს ასე იქნება, თუმცა რაღაც ტიპის ამომრჩეველი ყველას ჰყავს და შეიძლება მასაც ჰყავდეს,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.