ნიკოლოზ სამხარაძე – საბოლოო ჯამში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევე მოუწევს დოკუმენტზე ხელის მოწერა, როგორც მოუწიათ თავდახრილებსა და დარცხვენილებს პარლამენტში შემოსვლა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას უნდა განუმარტოს, რატომ არ აწერენ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს.

„გაუგებარია, პარლამენტში შემოსვლა, როცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერ. თუ პარლამენტში ამ დოკუმენტის ხელმოუწერლად შემოდიოდნენ, მაშინ რატომ არ შემოვიდნენ დეკემბერში და რა იყო მათ მიერ გამოცხადებული ბოიკოტის მიზეზი? მათ საკუთარ ქცევებსა და პოლიტიკაში აქვთ აცდენა. საზოგადოებას უნდა უთხრან, რატომ არ აწერენ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს ან აქამდე რატომ არ შემოდიოდნენ პარლამენტში. რა თქმა უნდა, მათზე ზეწოლა გაძლიერდება და საბოლოო ჯამში, ისევე მოუწევთ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა, როგორც მოუწიათ, თავდახრილებსა და დარცხვენილებს პარლამენტში შემოსვლა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.