გარანტიას გაძლევთ, ივნისის ბოლოს დაიწყება ვაქცინების მასიური შემოსვლა, მათ შორის ყველაზე უკეთესს – NOVAVAX-ს პირველი მივიღებთ – თენგიზ ცერცვაძე

“ივნისის ბოლოდან პრაქტიკულად შეიძლება გარანტია მოგცეთ, რომ ივნისის ბოლოდან დაიწყება სხვადასხვა წარმოების ვაქცინების მასიური შემოსვლა,” – ამის შესახებ,  ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა „რუსთავის 2″ – ის ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით,   საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რომელიც ჯანმოს ავტორიზაციის შემდგომ მიიღებს NOVAVAX-ის ვაქცინას.

„უკვე ლაპარაკია 500 000-ზე, მილიონებზე. შემოვა დიდი რაოდენობით SINOPHARM-ი, დიდი რაოდენობით SINOVAC-ი, შედარებით მცირე რაოდენობით ASTRAZENECA და დიდი რაოდენობით PFIZER-ი, რომელზეც ხალხს ასე წყდება გული.

კიდევ ერთი ვაქცინა, ჩემი აზრით ყველაზე უკეთესი, NOVAVAX, რომელიც ჯერ არ არის ბაზარზე. მას არ მიუღია ავტორიზაცია, ავტორიზაციას მიიღებს ივნისის ბოლოს და პირველი კონტრაქტორი ამ NOVAVAX-ის არის საქართველო ამ მილიონ დოზაზე, ასე რომ დაწყებული ივნისის ბოლოდან, საქართველოში დღეში აიცრება 8-9 ათასი ადამიანი,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.