გია ვოლსკი – „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სახელმწიფოს ჩამოშლის დაანონსება როცა მიდიოდა, მაშინ გიორგი გახარიამ არასწორი ნაბიჯი გადადგა

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სახელმწიფოს ჩამოშლის დაანონსება როცა მიდიოდა, მაშინ გიორგი გახარიამ არასწორი ნაბიჯი გადადგა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ახლა გახარია კორუფციაზე საუბრით ცდილობს, საზოგადოების ყურადღება მისი ამ ქმედებიდან გადაიტანოს.

„საკმაოდ კრიტიკულ მომენტში, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სახელმწიფოს ჩამოშლის დაანონსება მიდიოდა, გიორგი გახარიამ არასწორი ნაბიჯი გადადგა. ამ თემიდან საზოგადოების წაყვანა შეიძლება კორუფციაზე საუბრით, მაგრამ მთავარი თემა გიორგი გახარიას მიმართ რჩება ის, რომ მან გარკვეულ პირობებში, როცა „ნაცმოძრაობას“ აწყობდა იმის დაანონსება, რომ თურმე სახელმწიფო აღარ არსებობს და გინდ სამაჯური ესროლე და გინდ სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულე, ამ პირობებში გადადგა არასწორი ნაბიჯი. ახლა გახარია რას ილაპარაკებს, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ჩამოიცილოს ის ნაწილი, რაზეც უკვე გესაუბრეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.