გერმანიამ რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე გაუხსნა

გერმანიამ რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე გაუხსნა.  ამის შესახებ გერმანული მედია, გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროზედაყრდნობით წერს.  დროებითი შეზღუდვა კომპანიების „აეროფლოტისა“ და შ7-ის რეისებს შეეხოთ.

გერმანიისგან რეისების შესრულების ნებართვის მიღებას ადასტურებს რუსული მხარეც.
თავის მხრივ, რუსეთის ქალაქებში რეისების შესრულების ნებართვა მიიღო გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“.

შეგახსენებთ, გუშინ „ლუფთჰანზამ“ მაინის ფრანკფურტიდან მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში რეისები გააუქმა რუსეთის ხელისუფლებისგან რეისების შესრულების ნებართვის დროულად არ მიღების გამო. ამის შემდეგ გერმანიის ავიაციის ფედერალურმა უწყებამ რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე დაუხურა.