ჩვენთან კარგი ინვესტორი იმიტომ არ მოდის, რომ არ ეგულება დამოუკიდებელი სასამართლო – რა შესთავაზეს NGO-ბმა სენატორებს – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე

​საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოში ჩამოსულ რესპუბლიკელ სენატორებს შეხვდა, აცხადებს, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა ქართული სასამართლო სისტემა იყო.

ნიკა სიმონიშვილმა “დღის კურიერის” ეთერში ის შეთავაზებაც გააჟღერა, რომელიც მას სენატორებთან ჰქონდა.

“ჩვენთან კარგი ინვესტორი იმიტომ არ მოდის, რომ არ ეგულება ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი და კვალიფიციური სასამართლო. ეს სერიოზული პრობლემაა და ამას ყველა კარგად ხედავს. ჩვენ ასეთი შეთავაზება გვქონდა სენატორებთან – მაშინ, როდესაც სასამართლო სისტემაში ერთ ჯგუფს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მისთვის მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილება, ძალაუფლება, რომელიც ერთ ხელშია მოქცეული, ყველას რყვნის. ეს იქნება კლანის ამჟამინდელი შემადგენლობა, თუ სხვა, ეს ძალაუფლება ისთვის იმდენად დიდია, არ შეიძლება ის ამას ფლობდეს. ამიტომ, ყველაზე კარგი არის ძალაუფლების გადანაწილება,”- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.