პირდაპირ ბავშვს ჩემთან პრობლემა არ წამოუჭრია, მაგრამ შიგნით არიან სპეციალისტები, რათა გაარკვიონ სჭირდებათ თუ არა ბავშვებს თავიანთი უფლებების დაცვა – ბექა დავითულიანი ნინოწმინდის პანსიონზე

უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ ამაღამ აპირებს ნინოწმინდის პანსიონში დარჩენას და უკვე ხვალ დილით აღსაზრდელებთან და სასულიერო პირებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული.

,,პირველ რიგში რაც ჭირდებათ ბავშვებს, ეს არის სიმშვიდე და სტრესული გარემოს მოხსნა. ამის საშუალება მათ უნდა მივცეთ ყველამ ერთად. დამშვიდებულ ბავშვებთან იმუშავებენ სპეციალისტები და დადებენ შესაბამის დასკვნას. მეორე, შიგნით არიან სოციალური მუშაკები, შიგნით არის ფსიქოლოგი. ისინი დღეს ღამით დარჩებიან აქ. მე და ჩემი კოლეგა, შალვა პაპუაშვილიც დავრჩებით ნინოწმინდაში და ხვალ მეუფესთან, სასულიერო პირებთან, აღსაზრდელებთან და პერსონალთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ყველა ბავშვის უფლება იყოს სრულად დაცული. ეს არის ყველას პირველადი მიზანი და ამოცანა.
პირდაპირ ბავშვს ჩემთან პრობლემა არ წამოუჭრია, მაგრამ შიგნით არიან სპეციალისტები, რათა გაარკვიონ სჭირდებათ თუ არა ბავშვებს თავიანთი უფლებების დაცვა.“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.