ლევან ვასაძე – სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ეკლესიას, მეუფე სპირიდონს და მოვითხოვთ, შეწყდეს მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია

მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელის ლევან ვასაძის განცხადებით, მეუფე სპირიდონი უბინძურესი ცილისმწამებლური კამპანიის მსხვერპლია. ამის შეასხებ მან სახალხო დამცველის ოფისთან, საპროტესტო აქციაზე თქვა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს უაპელაციო, ყოველგვარ მტკიცებულებებს მოკლებული, მიზანმიმართული პიარკამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ეკლესიის დისკრედიტაციას.

„ჩემი და აქ შეკრებილი საზოგადოების აზრით, ჩვენი ეკლესია, და ამ შემთხვევაში მეუფე სპირიდონი არის უბინძურესი ცილისმწამებლური კამპანიის ობიექტი და მსხვერპლი. ხდება უაპელაციო, ყოველგვარ მტკიცებულებებს მოკლებული, მიზანმიმართული პიარკამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ეკლესიის დისკრედიტაციას, და კერძოდ, მეუფე სპირიდონის და იმ ბავშვთა სახლის დისკრედიტაციას, რომელსაც ის სრულიად უანგაროდ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს.

ეს არის პროგრამის ნაწილი, რათა დასუსტდეს ეკლესიის ავტორიტეტი და ტრადიციული ღირებულებები. თუკი რაიმე დარღვევა არსებობს ამა თუ იმ დაწესებულებაში, და ის ყოველთვის შეიძლება, სადმე არსებობდეს, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში მეუფე სპირიდონს ყველაზე უფრო ადარდებს და აინტერესებს ამ ფაქტების გამოკვლევა. მაგრამ მტკიცებულებს მოკლებული ბრალდებების საფუძველზე ასეთი ისტერიკის მოწყობა, კერძო საეკლესიო ტერიტორიაზე შეჭრა, ბავშვების დასტრესვა არის სრულიად მიუღებელი და ის ემსახურება ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას. ამიტომ ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს ეკლესიას, მეუფე სპირიდონს და მოვითხოვთ, რომ შეწყდეს მის წინააღმდეგ კამპანია“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ამ დროისთვის 20-მა ბენეფიციარმა დატოვა, მათ შორის შვიდი შშმ პირია.