ალეკო ელისაშვილი – დაფინანსებასთან დაკავშირებით ცვლილებებს მხარს დავუჭერ, რას ნიშნავს, აგირჩიეს, მაგრამ პარლამენტში არ დადიხარ, კეთილი ინებე და იმუშავე

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტში ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

ელისაშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკა არის ხალხის სამსახური.

„ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერ, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემთვის პოლიტიკა არის ხალხის სამსახური. როცა ხალხი გირჩევს, მანდატს გაძლევს და პარლამენტში არ შედიხარ, მაგრამ სახელმწიფო დაფინანსებას იღებ, ასე არ უნდა ხდებოდეს. ეს წესი 2022 წლიდან გავრცელდება, რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არ ჩაითვალოს, მაგრამ ახლა გავრცელების მომხრეც ვარ. ანუ, რას ნიშნავს, აგირჩიეს, პარლამენტში არ დადიხარ და გეზარება, მაგრამ ფულს იღებ. მაშინ, იმ ფულზე და ხელფასზეც თქვი უარი. ეს იქნება სწორი. ეს არის უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა და არა პარტიების დასჯა. კეთილი ინებე და იმუშავე, რისთვისაც ხალხმა მანდატი მოგცა. არხეინი ცხოვრება, ხელფასის მიღება სწორი არ არის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password