გიორგი ვაშაძე – „ქოც-ნაცური“ დაპირისპირება უნდა დავასრულოთ – ლიეტუვის პრეზიდენტი დაგვპირდა, რომ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის თვალსაზრისით ყველაფერს გააკეთებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე ლიეტუვის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის თვალსაზრისით ყველაფერს გააკეთებს.

ვაშაძის თქმით, თუ “ქოც-ნაცური დაპირისპირება” არ დასრულდება, მუდმივად უსაგნო კამათს ექნება ადგილი, მათ შორის, პარლამენტშიც.

„ლიეტუვის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლური ინტეგრაცია და დაგვპირდა, რომ ამ თვალსაზრისით ყველაფერს გააკეთებს. რაც შეეხება იმას, რომ დაპირისპირება უნდა დავასრულოთ, გეტყვით, რომ „ქოც-ნაცური“ დაპირისპირება უნდა დავასრულოთ საქართველოში, რათა ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური განვითარება. სხვა შემთხვევაში, მუდმივი კინკლაობა და უსაგნო კამათი იქნება, თუნდაც პარლამენტის დარბაზში”, – განაცხადა ვაშაძემ.