ვთხოვ თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს გაერთიანდნენ სიკეთისათვის

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერული პოლიტიკის საკითხებში.

არასამთავრობო ორგანიზაციამ  “სამოქალაქო ინიციატივები დემოკრატიისა და გენდერული თანასწორობისათვის” განახორციელა კვლევა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველთან  თამთა მეგრელიშვილთან ერთად.

კვლევა ეხებოდა 2009 წელს საქართველოში ამოქმედებული კანონის –“ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ არსებულ რეალობისა და პრობლემების შესწავლას. კვლევის ამოცანებს წარმოადგენდა; ოჯახური ძალადობის განმაპირობებელი ფაქტორების შესწავლა, მართლსაჯულების ხელმისაწვდომობის ხარისხის განსაზღვრა ძალადობის სუბიექტისათვის,სახელმწიფოს მხრიდან განსახორციელებელი და უკვე არსებული პრევენციული ღონისძიებების განხილვა და ასევე გარკვევა რამდენად ეფექტურია ძალადობის შემაკავებელი და დამცავი ორდენების გამოცემა და რამდენად ხელმისაწვდომია ძალადობის მსხვერპლთათვის ეს მექანიზმები.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს კანონები, რომელიც მიმართულია ქალთა ძალადობისგან დაცვისკენ, სტატისტიკური მონაცემები არ არის სახარბიელო. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2014 წელს 34 ქალი იქნა მოკლული, მათ შორის საქართველოში რეგისტრირებული იქნა ინტიმური პარტნიორის მიერ ქალის მკვლელობის 13 ფაქტი. „აღნიშნული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.“ ასევე არ არსებობს ძალადობის შესახებ ერთიანი სტატისტიკური მონაცემები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელია იქნებოდა დასკვნების გაკეთება და რაოდენობრივი ინდიკატორების შემუშვება. სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს, შსს სსიპ „112“–ის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში ოჯახში ძალადობის/კონფლიქტის შესახებ მიღებული შეტყობინებების რაოდენობა 9 290–ს შეადგენს.

ოჯახური ძალადობის სტატისტიკა 1371 შემთხვევაა, 126 პრიმა მუხლებით დევნა დაიწყო 350 პირის მიმართ, დამტკიცებულია 902 შემაკავებელი ორდერი და გამოცემულია 87 დამცავი ორდერი. დღესაც აქტიურად მიდის საინფორმაციო კამპანია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, იხსნება თავშესაფრები, ძალადობის მსხვერპლები უფრო გამბედავები გახდნენ, აღარ ეშინიათ მიმართონ უფლებადამცველებს, დარეკონ ცხელ ხაზზე, მიიღონ სერვისი, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ყოველწლიურად მეტია გასაკეთებელი საზოგადოების ინფორმირეულობის კუთხით.“ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დამცავი ორდერის მიღება მსხვერპლის მხრიდან პროცედურების შესახებ არაინფორმირებულობაც უშლის ხელს. თიანეთის მუნიციპალიტეტში გამოკითხული რამდენიმე ყოფილი მსხვერპლი აღნიშნავდა, რომ მათ ეგონათ, რომ დამცავი ორდერის მიღებისთვის სასამართლოში ბაჟი უნდა გადაეხადათ. არც ადვოკატებს სურთ, იურიდიული მომსახურება გაუწიონ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს. ამას ემატება ისიც, რომ რეგიონებში ადვოკატების ერთი ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ამგვარ საქმეებში ჩარევა „არ ღირს“, რადგან მაინც ოჯახური კონფლიქტია და არც თუ იშვიათად მსხვერპლი ქალები უარს აცხადებენ ბოლომდე მიყვნენ საქმეს. კვლევის ძირთადი ამოცანა იყო გვეკვლია, რამდენად უშლის ხელს ძალადობის მსხვერპლთა დაცვას ის გარემოება, რომ მაგისტრანტი მოსამართლეები არ გამოსცემენ დამცავ ორდერებს. საინტერესოა აღინიშნოს, კვლევაში მონაწილე ყველა ჯგუფის წარმომადგენლებმა აღნიშნა, რომ მაგისტრანტი მოსამართლეებისთვის დამცავი ორდენების გამოცემის უფლებამოსილების მინიჭება სრულიად ადექვატური იქნებოდა, განსაკუთრებით თუ გადავხედავთ იმ გარემოებას, რომ მაგისტრატი სასამართლოები ხშირად რაიონულ სასამართლოებთან ძალიან დიდი მანძილით არიან დაშორებულები და საიდანაც ძალადობის მსხვეპლისთვის მისვლა პრობლემას წარმოადგენს. მე როგორც ერთი რიგითი უფლებადამცველი ვუჭერ იმ ინიციატივას მხარს, რომ მაგისტრანტ მოსამართლეებს მიეცეს საშუალება გამოსცენ დამცავი ორდერები, ეს გააადვილებს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ძალადობისგან თავის დაცვას და გაზრდის მათ ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულებაზე“ „მაგისტრანტი მოსამართლეების დატვირთულობა არ არის ისეთი მაღალი, რომ მათ ვერ შეძლონ დამცავი ორდერების გამოცემასთან დაკავშირებული საქმისწარმოება, ეს ერთის მხრივ ხელმისაწვდომს გახდის ძალადობის მსხვერპლებისთვის ძალადობის პრევენციული ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობას, ხოლო მეორეს მხრივ განტვირთავს რაიონული სასამართლოების განსახილველ საქმეებს“.

მე როგორც თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი პირდაპირ გახდით ჩართული ამ პროცესში, გუნდთან ერთად შევისწავლე არსებული რეალობა,პრობლემები, ერთად ვმსჯელობდით პრობლემის უმტკინვეულო გადაჭრის გზებზე,შევეცადე მომართვიანობის არსებობისას ინფორმაციული კუთხით დავხმარებოდი კონკრეტულ ადამიანებს მაგრამ ეს ყოველივე ზღვაში წვეთია, რადგან მიმაჩნია რომ კონფლიქტის წარმოშობისთანავე ორივე მხარე სასურველია ესაუბროს საკუთარ მოძღვარს ერთად გაანალიზონ სიტუაციის სირთულე და მიიღონ გადაწყვეტილება ან შეიძლება ჩავრთოთ ფსიქოლოგი რომელიც მათ პრობლემის დანახვასა და მის სწორ შეფასებაში დაეხმარება,თუ სიტუაცია უმართავია რაღათქმაუნდა სასურველია გამოუსწორებელი შედეგის დადგომამდე გამოიყენოთ პრევენციული სახის ღონისძიებები და მიმართოთ შსს სსიპ „112“–ის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს.

ასევე მსურს როგორც თიანეთის გამგებლის მრჩეველს ინიციატივის სახით შევთავაზო ყაზბეგს, თიანეთსა და დუშეთს,მათ წარმომადგენლებს გთხოვოთ იმსჯელოთ და ერთიანი ძალებით ააშენოთ სპეციალური თავშესაფრები და მისი ფუნქციონირებისა და შენახვის ხარჯები გადაინაწილონ მერწმუნეთ ერთიანი ძალებით ეს დიდი და თითქოს შეუძლებელი პრობლემა მალევე გადაიჭრება.

კომენტარის დატოვება