ლევან ვასაძე ნინო ლომჯარიაზე: მისი ნაბიჯები მიმართულია ეკლესიისა და ტრადიციების დანგრევაზე

„ვფიქრობ, რომ ამ ე.წ. სახალხო დამცველმა წლების განმავლობაში შეიქმნა სამწუხაროდ, ისეთი რეპუტაცია, რომ ხალხი მას არ ენდობა”,– ამის შესახებ მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელმა, ლევან ვასაძემ  განაცხადა.

ვასაძის განცხადებითვე,  ნინო ლომჯარია  არის სახალხო დამცველი ქვეყანაში, სადაც ასობით ათასი ადამიანის უფლების ხელყოფა მოხდა.

„ადამიანი, არის სახალხო დამცველი ქვეყანაში, სადაც ასობით ათასი ადამიანის უფლების ხელყოფა მოხდა და არ ესარჩლება ამ უფლებებს. ადამიანმა შეიქმნა რეპუტაცია, რომლისადმი დამოკიდებულებასაც ვხედავთ. მე ძალიან კარგად მესმის, რატომ ვერ იწვევს ქალბატონი ნინო ლომჯარია ნდობასა და სიმპათიას ჩვენს მოსახლეობას, არამარტო ეკლესიის წარმომადგენლებში, რადგან დილიდან საღამომდე აკეთებს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია ეკლესიისა და ტრადიციების დანგრევაზე, დისკრედიტაციაზე, არაფერს აკეთებს ამ გაუბედურებულ ქვეყანაში, რათა იმ ხალხს, მასას ხალხისა და ბიზნესებისა, ვისაც მართლა შეულახეს უფლებები, აღუდგინოს ეს უფლებები და ღირსებები“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.