კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისადმი – რიჰარდ კოლსი

საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციას,- ამის შესახებ ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე  რიჰარდ კოლსი „ტვიტერში“ წერს.

 „ჩემი მხრივ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისადმი. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობ ამ პროცესის სრულ მხარდაჭერას!“,-აღნიშნულია ლატვიის სეიმის წარმომადგენლის განცხადებაში.

 საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა  პოლიტიკურმა  პარტიებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.