ეკატერინე ტიკარაძე ინდურ შტამზე: ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ რამე გართულებას ადგილი ექნება

ამ შტამის დომინანტობა მოსალოდნელი იყო, ამას არავინ უარყოფს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის ინდურ შტამზე საუბრისას განაცხადა.

„მნიშვნელოვან იარაღად კვლავ რჩება, პირველ რიგში, ვაქცინაცია, ნიღაბი და სოციალური დისტანცია. მნიშვნელოვანია დავიცვათ ყველა შემოღებული რეგულაცია. ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ რამე გართულებას ადგილი ექნება, თუმცა მნიშვნელოვანია ნებისმიერი სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში დროულად მივმართოთ ექიმს და დროულად გავიკეთოთ ტესტი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.