სახალხო დამცველი და მეუფე იაკობი დღეს ერთმანეთს შეხვდებიან

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი დღეს ერთმანეთს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

სახალხო დამცველი და ეპისკოპოსი შეხვედრაზე ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ.

„17 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 14 ივნისს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა. გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის შეცვლასთან დაკავშირებით პატრიარქმა ილია მეიორემ მიიღო. პანსიონს ამ დრომდე მიტროპოლიტი სპირიდონი ხელმძვანელობდა.

რაც შეეხება ბავშვთა პანსიონს, პანსიონში ამ დრომდე 19  ბავშვი რჩება, რომლებიც სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.