პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

როგორც  გერმანული ჰოსპიტალის ექიმმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„კლინიკაში შემოყვანილია 46 წლის მამაკაცი, მას სხეულის მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, აქვს ტრავმული შოკი, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, სხივისა და იდაყვის ძვლის მოტეხილობა. პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მისი ზოგადი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“, – განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობის მეორე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა.არსებობს ვარაუდი, რომ ის შენობიდან გადმოხტა.  აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე დაიწყო.