საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 18 პაციენტი – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 945 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე- ღამეში საქართველოში ჩატარდა 31 350 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17359, PCR ტესტით – 13991 .

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2,36%, ბოლო 14 დღის – 2,49%, ბოლო 7 დღის – 2,4%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 356920 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 342720 გამოჯანმრთელდა, 5114 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია 221156, დღიურად კი 4302 ადამიანი.