“ნდობა უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას პოლიტიკოსების მიმართ”

ზაზა მჟავია

იურისტი. ადვოკატი. “პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა”

-“წლების მანძილზე საზოგადოებას გვაჩვევდენ, რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე, რომ პოლიტიკაში სუფთა ადამიანები არ მიდიან. მე არ ვიცი ამ აზრის დამკვიდრება ვის ინტერესებში შედიოდა, მაგრამ ნებისმიერი საქმე იქნება ბინძური, თუ მას სულით ბინძური ადამიანები აკეთებენ. მე მესმის ასევე საზოგადოების, რომ პოლიტიკოსებზე დადებითი წარმოდგენა არ აქვთ, ხშირად გაგვიგია განაწყენებული მოქალაქისგან- პოლიტიკოსებმა მოატყუეს, რომ არც ერთი დანაპირები არ შეუსრულეს. აქედან გამომდინარე საზოგადოების დიდი ნაწილი პოლიტიკის მიმართ გახდა გულგრილი, მაშინ როცა, სახელმწიფოში ხალხი, საზოგადოებაა ხელისუფლების წყარო,  საზოგადოება არჩევნების გზით ირჩევს და ქირაობს ხელისუფლებას და აძლევს ლეგიტიმაციას, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ხალხს ემსახურებოდეს, ხალხის აზრით ეს ხდება პირიქით, ამ მახინჯი გარემოების გამო დღეს საზოგადოება ყველას, ახალ და ძველ პოლიტკურ სახეებს განიხილავს ერთ სივრცეში.

ჩვენ, “პროგრესულ–დეოკრატიული” მოძრაობა საზოგადოებას ვთავაზობთ ახალ სახეებს, ახალ იდეებს,ხედვებს. ჩვენ ვართ პროფესიონალთა და სუფთა წარსულის მქონე ადამიანებისგან შემდგარი გუნდი. ჩვენი მიზანია ზუსტად ამ მახიჯი შეხედულებების და სტერეოტიპის მოსპობა, რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე და მას ბინძური ადამიანები აწარმოებენ. ასევე ჩვენს ლექსიკაში არ იარსებებს სიტყვები, როგორიცაა,მტერი, მოღალატე, აგენტი.. ხალხი დაიღალა პოლიტიკოსთა კინკლაობით ამ წლების მანძილზე..ხალხი პროგრესს ითხოვს ყველა სფეროში და მითუმეტეს პოლიტიკაში.

საზოგადოების გულგრილობა სრულიად ბუნებრივია პოლიტიკოსების და პოლიტიკის მიმართ, რაც გასათვალისწინებელია და აუცილებლად უნდა მოხდეს საზოგადოების აქტიური ჩართულობა სახელმწფოს მართვის პროცესებში, რასაც მხოლოდ ერთადერთი გზით მივაღწევთ, ნდობა უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას პოლიტიკოსების მიმართ, თითოეულმა მათგანმა უნდა იგრძნოს, რომ ის სახელმწიფოს მხრიდან არის აღიარებული, როგორც პიროვნება და რომ მას ხელისუფალი უსმენს, რომ მის აზრს და ღირსებას პატივს სცემენ.

დღეს აუცილებელია არა ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა, არამედ ჯანსაღი და კორექტული კრიტიკა. დღეს აუცილებალი ერთობა, ერთმანეთის მოსმენა და აზრის გათვალისწინება, სწორედ ამიტომ მოვდივართ ამ დევიზით- თქვენგან, თქვენთვის თქვენთან ერთად!”

კომენტარის დატოვება