ოპოზიციამ აირჩია ეს გზა, შევიდა პარლამენტში და ,,გაუპრავა“ ,,ქართულ ოცნებას“ არჩევნები – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტში შესვლას ბევრი პარტია ისე დააზიანა, რომ მათ უკეთესი შედეგი საპარლამენტო არჩევნებზე ნამდვილად ვერ ექნებათ, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა ,,ტრიბუნას“ თავმჯდომარემ, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი იყო გაჩერებული მკაფიოდ გავლებული წითელი ხაზის გამო, რომ არჩევნები იყო არალეგიტიმური.

,,ოპოზიციამ აირჩია ეს გზა, შევიდა პარლამენტში და ,,გაუპრავა“ ,,ქართულ ოცნებას“ არჩევნები. ყველაფერი გაჩერებული იყო, პარლამენტი იყო აბსოლუტურად უმოქმედო. ვერც მოსამართლეებს ირჩევდნენ, ვერც ამნისტიას ნიშნავდნენ. იმიტომ, რომ იყო მკაფიოდ გავლებული წითელი ხაზი, რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური. პარლამენტში შესვლამ ბევრი პარტია ისე დააზიანა, რომ მათ უკეთესი შედეგი საპარლამენტო არჩევნებზე ნამდვილად ვერ ექნებათ, მხოლოდ და მხოლოდ უარესი“ – აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.