კობახიძეს არავინ არაფრად თვლიდა, მისი როლი ცოტა უფრო გაიზარდა, რაც აღარავინ დარჩა “ოცნებაში”- უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო, ამაზეა ნათქვამი – ეკა ბესელია

ღარიბაშვილს უფრო მეტი გავლენა აქვს პარტიაში ვიდრე კობახიძეს – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

,,ღარიბაშვილს უფრო მეტი გავლენა აქვს პარტიაში ვიდრე კობახიძეს. კობახიძეს, როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მაშინაც არავინ არ თვლიდა არაფრად, იყო ნომინალური ფიგურა და არ ჰქონდა არანაირი ფუნქცია. მისი როლი ოდნავ უფრო მეტად გაიზარდა იმ ფონზე, როდესაც აღარავინ აღარ დარჩა ღარიბაშილის შემდეგ, ტექნიკური შესრულების თვალსაზრისით. უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო, ამაზეა ნათქვამი. აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მას რაღაც როლი მიენიჭა“ – აღნიშნავს ბესელია.