მეუფე გრიგოლი: ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, მეუფე სპირიდონს რომ გაეკეთებინა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა და არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო

ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, ეს რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, – ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენებს.

,,მე იმას ვფიქრობ, რომ ის რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, ეს რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა და არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო ეს პრობლემები, რომლებიც ალბათ არის. არ მეგულება ინსტიტუცია, სადაც არ იყოს პრობლემა და სირთულე , უბრალოდ ამას სჭირდება თვალის გასწორება, დაძლევა, გადალახვა, ამას სჭირდება აღიარება, იდენთიფიკაცია იმ პრობლემებისა, რომელიც შენს ორგანიზმში არის, სხვა გზა ცხოვრების გაგრძელებისა და გადარჩენისა არ არსებობს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლის თქმით, როცა სინოდი შეიკრიბება უნდა იმსჯელოს ყველა მნიშვნელოვან სახითხზე, რაც დღემდე არის დაგროვილი.

,,სინოდი როდესაც შეიკრიბება იმედი მაქვს, იმსჯელებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც დღემდე არის დაგროვილი, თუმცა ჩვენ არ ვიცით, როდის შეიკრიბება სინოდი გესმით მიზეზთა და გარემოებათა გამო, იმ განსაცდელის გამო, რომელშიც დღეს ვიმყოფებით ყველა და ასევე ეკლესია მათ შორის“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.