მაშველებმა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე მყინვარწვერიდან ჩამოიყვანეს

მაშველებმა მყინვარწვერიდან უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე ჩამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 4500 მეტრ სიმაღლეზე  იმყოფებოდა. მას ქვედა კიდურის მოტეხილობა ჰქონდა და მაშველების დახმარება ესაჭიროებოდა.

“რთული რელიეფის გამო და დაშავებულის მდებარეობის გათვალისწინებით, ადგილზე ქვეითი სამაშველო ჯგუფის დროულად ასვლა და ახალგაზრდა მამაკაცისთვის დახმარების აღმოჩენა ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ მის დასახმარებლად თბილისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გავიდნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები,”- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ, მამაკაცი, ამ დროისთვის, უკვე ჩამოყვანილია თბილისში. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.