იაგო ხვიჩია – ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილს არ ვეთანხმები, არჩევნების პროცესის მეტი სანდოობისთვის მნიშვნელოვანია პარტიებისთვის ბიუროკრატიული, ზედმეტი ბარიერების მოხსნა

„არის რეკომენდაციების ნაწილი, რომელსაც უფრო არ ვეთანხმები, ვიდრე ვეთანხმები, – ამის შეასხებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ  საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილზე საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, არჩევნების პროცესის მეტი საანდობისთვის მნიშვნელოვანია პარტიებისთვის ზედმეტი ბარიერების მოხსნა.

„არჩევნების პროცესის მეტი საანდობისთვის მნიშვნელოვანია პარტიებისთვის რაღაც ტიპის ბიუროკრატიული, ზედმეტი ბარიერების მოხსნა. ცხრა პარტიას ცენტრალურ და საოლქო კომისიაში ჰყავს წარმომადგნელი და დღევანდელი კანონმდებლობით საჭიროა მათი სერთიფიცირება. ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ფიზიკურად ვერ მოესწრება. აქედან გამომდინარე, პარტიული წარმომადგენლები სხვადასხვა კომისიაში სერთიფიცირებას არ დაექვემდებარონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.