ანა ნაცვლიშვილი – თამარ ჟვანიას ერთადერთი, რაც შეუძლია, გააკეთოს უკეთესი საარჩევნო გარემოსთვის და სახელმწიფოსთვის, ეს არის გადადგომა

„ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ურჩევს, თანამდებობიდან გადადგეს.

„როცა ამ თანამდებობაზე თამარ ჟვანია ინიშნებოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ სიტყვების თქმა მომიწევდა, მაგრამ თამარ ჟვანიას საჯაროდ ერთადერთ რამეს ვეტყოდი – მას ერთადერთი, რაც შეუძლია, გააკეთოს უკეთესი საარჩევნო გარემოსთვის და სახელმწიფოსთვის, ეს არის მისი გადადგომა”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია უპასუხებს.