ზაზა გახელაძის დედამ თვითმკვლელობა სცადა

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დედამ სუიციდი სცადა. ნანა ბუნტურმა ბენზინი გადაისხა და თვითმკვლელობა ამ გზით სცადა.

“შევიდა 5 ლიტრიანით გამოიტანა ბენზინი და გადაისხა, რძალს რომ არ დაენახა, დღეს ნანა აღარ იქნებოდა” – ამბობს გახელაძის მამა.​

შეგახსენენებთ, ზაზა გახელაძის ოჯახმა ხელისუფლებას ათდღიანი ვადა მისცა, 23 ივნისს კი საპროტესო აქცია დააანონსა.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).