ჯაფარიძე ცერცვაძესთან დაპირისპირებაზე – თავს ვამზადებდი, ეგ არ დამმართნოდა – ნერვები აღარ მივარგა

“გირჩი – მეტი თავისიფლებისთვის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე “დღის კურიერში” ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძესთან დაპირისპირების გამო ბოდიშს იხდის.

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ის მომხდარის გამო წუხს.

“წყობიდან გამოვედი მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე საკუთარ თავს ვამზადებდი, ეგ არ დამმართნოდა და ეს არ არის ბოლო პერიოდში პირველი შემთხვევა ნერვები აღარ მივარგა i guess ბოდიში ყველასთან, მათ შორის ოპონენთან და წამყვანთან,”- წერს ზურა ჯაფარიძე.

ცნობისთვის, “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის’ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე “დღის კურიერის” ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის კამათი კოვიდპანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე საუბარს მოჰყვა. ჯაფარიძემ ცერცვაძე მკაცრი შეზრუდვების გამო გააკრიტიკა.