ანრი ოხანაშვილი: თუ არ ვარგა სასამართლო, ასეთ შემთხვევაში, ქართველი ხალხი აღარ ირჩევს იგივე ხელისუფლებას, როგორც ეს მოხდა 2012 წელს

„სასამართლოს ნდობა გაიზომება ასევე იმით, თუ ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ქართველი ხალხი ანდობს თუ არა მმართველ პარტიას ხელისუფლებაში დარჩენის უფლებას, – ამის შეახსებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა , სადაც პარლამენტმა სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში მოისმინა.

„თუ ქართველ ხალხს მიაჩნია, რომ არ ვარგა სასამართლო, დამერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში, ქართველი ხალხი აღარ ირჩევს იგივე ხელისუფლებას, როგორც ეს მოხდა 2012 წელს“, –  განაცხადა  ოხანაშვილმა.