გიორგი ვაშაძე: სახალხო დამცველის ინსტიტუცია არის ერთადერთი ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ვერ დაშალა „ქართულმა ოცნებამ“

„2012 წელს როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში მთავარი გზავნილი იყო სამართლიანობის აღდგენა. ვისთვის აღდგა სამართლიანობა როცა ამდენი დარღვევაა?! სამართლიანობა აღდგა მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ელიტისთვის, ხალხი კი გაღარიბდა,” – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  „სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ეს არის სრული სურათი იმ მძიმე ვითარების, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. ჩვენ ვიმუშავებთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ჩვენ ვიქნებით იმ მნიშვნელოვანი საკითხების გამტანი, რომელზეც თქვენ მუშაობთ ამ წლების მანძილზე. სახალხო დამცველის ინსტიტუცია არის ერთადერთი ინსტიტუცია საქართველოში, ვინც ვერ დაშალა და ვერ გადაიფორმა „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი ყოველთვის ვიქნებით ხალხის მხარეს, ყოველთვის ვამხელთ ყველას ვინც ხალხის ხარჯზე მდიდრდება და ვინც ძარცვავს ამ ქვეყანას“,  – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.