გარდაბანში, ტბაში დაკარგულ 2 მოზარდს ეძებენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თბოელექტროსადგურთან არსებულ ხელოვნურ ტბაში მაშველები ორ მოზარდს ეძებენ.

არსებული  ინფორმაციით, მოზარდები ტბაში საცურაოდ შევიდნენ, შემდეგ კი მათი კვალი გაქრა. ადგილზე მაშველები

და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.