კახა კუჭავა „ნაციონალურ მოძრაობას”: სირცხვილია, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი, თქვენ რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ

„სირცხვილია, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი, თქვენ რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ. ეს კარგად აჩვენებს ყველაფერს და დამნახავი ამას დაინახავს“,- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს.

რიგგარეშე სესიის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით მიმდინარეობს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელმა ნონა მამულაშვილმა რუსეთის ფედერაციის ჰიმნი ჩართო.

მან ჰიმნი იმ დროს ჩართო, როდესაც ტრიბუნასთან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გამოდიოდა სიტყვით.