მამუკა ხაზარაძე ღარიბაშვილს – ვერ დავიჯერებთ თქვენს გეგმას, კომუნისტებიც კი 5 წლიან გეგმას ამტკიცებდნენ იმიტომ, რომ 10 წლის შემდეგ რა შეიძლება იყოს წარმოუდგენელია

„მილიარდი დოლარი შემოდიოდა ინვესტიცია და ახლა გვყავს ერთადერთი ინვესტორი, რომელიც პანამიდან აკეთებს ინვესტირებას, ისევ ბატონი ბიძინა ივანიშვილი”, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ განაცხადა.

„პანამიდან რატომ ვერ გავიგე, რა არის დასამალი, თუ ეს არის სუფთა ფული. რატომ შემოდის პანამიდან ინვესტიცია. სხვა ინვესტორი ჩვენს ქვეყნას არ ჰყავს.

600 მილიონი ინვესტიციიდან ნახევარი არის რეინვესტიცია და არანაირი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ეს არ არის. 2018 და 2019 წლებში 34%-იანი ვარდნა გქონდათ. თქვენ რომ გამოდიხართ და გვესაუბრებით 10 წლიან გეგმაზე, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ დაგიჯერებთ იმიტომ, რომ კომუნისტებიც კი 5 წლიან გეგმას ამტკიცებდნენ იმიტომ, რომ 10 წლის შემდეგ რა შეიძლება იყოს წარმოუდგენელია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.