“ლარის სტაბილიზაციის ღონისძიებები და არა უსაშველო იდიოტიზმი!”

დემურ გიორხელიძე

ის, რაც ბოლო წლებია ლარის კურსთან მიმართებაში ხდება – გაუგონარი ან უპასუხისმგებლობაა, ან ფროპესიული უვიცობა, ანდა მიზანმიმართული ბოროტება, როცა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ეკონომიკის დასამარებისა და ხალხის ძარცვის სტაბილურ უტყუარ ინსტრუმენტადაა გამოყენებული. ასეთ სიტუაციაში ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია და თუ არაფერი შეიცვალა, ვერც მოხდება.

ახლა პირდაპირ საქმეზე გადავალ!
რას გვთავაზობს სებ-ი?
რა შეიცვლება ახალ 2017 წელს? (თუ მანამდე “მშვიდობით” მივაღწიეთ).
გვთვაზობს კი რაიმე გონივრულს სებ-ი?
საინტერესო ისაა, რომ სებ-ს არც არაფერი იქნებოდა მოსაფიქრებელი და შემოსათავაზებელი, გონიერი მაკროეკონომიკური პოლიტიკა რომ არსებობდეს, რომელიც ერთიანი თვალთახედვიდან, ეკონომიკის წინაშე მდგარი პრობლემების გადასაჭრის მიზნებიდან გამომდინარე, გ ა ნ ს ა ზ ღ ვ რ ა ვ დ ა:
[ა] მთავრობის ფისკალური (ანუ საგადასახადო-საბიუჯეტო და ბიუჯეტშორისი ურთიერთობების) პოლიტიკის ჩარჩოებს;
[ბ] სებ-ის მონეტარულ [ანუ ფულად-საკრედიტო] პოლიტიკას.
ცხადია, მაკროეკონომიკური პოლიტიკა უმთავრესი მიზანი – სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და არსებული დისპროპორციების (ქართული ეკონომიკის სტრუქტურა დეფორმირებულია) გასწორებაა, რაც ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას და სწორედ გასწორების აუცილებლობიდან აიღებდა სათავეს. რაკი ეს პოლიტიკა ჯერ არ არის, სებ-ი ეკონომიკური პოლიტიკიდან მოწყვეტით და ეკონომიკის მოთხოვნების იგნორირერბით მოქმედებს… ლარის კურსის აღმა-დაღმა „ხეტიალი“ ამ მცდარი პოლიტიკის შედეგიც არის, თუმცა, მას ძალიან სერიოზული ფუნდამენტური პრობლემები და კიდევ უფრო მეტი სუბიექტური მიზეზები განაპირობებენ.
რა იქნება 2017 წელს?
სებ-ის პოლიტიკის აქცენტები წანაცვლდება დეკლარირებული ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფიდან ინფლაციის რეალური თართეგირების პოლიტიკისკენ (იტყვიან – ამას კი ვაკეთებთო! შედეგი – არანაირი. ე.ი. ყველაფერი ისე არ კეთდება, როგორც უნდა იყოს, რადგან მთავარი არა ინფლაციის კონტროლია, არამედ ეკონომიკური ზრდა და თანამდევი პრობლემა ეკონომიკური ზრდისა – ინფლაცია, გაცილებით იოლი საკონტროლოა და მისაღებ ნორმებში დასაკავებელი) და ლარის კურსის ს ტ ა ბ ი ლ ი ზ ა ც ი ი ს ა თ ვ ი ს (და არა უაზრო გამყარებისათვის) შეძლებს თუ არა სებ-ი :
[1] სავალუტო კორიდორის დაწესებას, თუ ჩვენ ისევ კრეტინულ მოსაზრებას მოვისმენთ, რომ „სებ-ი არ ერევა ლარის კურსის ფორმირებაში და ამას ბაზარი არეგულირებს“ . სწორედ ეს იოდიოტიზმი აზროვნებაში იმას განაპირობებს, რომ ბლუმბერგზე 2-3 სისტემოწარმომქმნელი ქართული ბანკი ვაჭრობს და სებ-ი, დღის განმავლობაში განხორციელებული ტრანსაქციების რაოდენობიდან და თითოეულ ტრანსაქციაში დაფიქსირებული კურსის შეკრებითა და საშუალო არითმეტიკულის გამოყვანით, ანუ „პოსტ-ფაქტუმ“ კურსის დადგენით შემოიფარგლება. ეს უაზრო პოლიტიკა რაიმე გონიერებაში თუ ჯდება? თუმცა, ეს არც უგონოდ ხდება – ამ კომერციული ბანკების ინტერესებს დაქვემდებარებული სებ-ი ყოველთვის იქნება წყარო იმ ძარცვის მექანიზმისა, რასაც ლარის გაცვლითი კურსის გაუგონარი ამპლიტუდით და ძალიან მაღალი სიხშირით რხევები იწვევს…
მ ს ო ფ ლ ი ო გამოცდილება გვიჩვენებს და ეს დადასტურებულია მსოფლიო პრაქტიკით, რომ: შექმნილ სიტუაციაში, როცა ლარის დევალვაცია განხორციელდა და შემდგომაც, დღემდე, ლარის ერთდროული დევალვაცია და შემდგომ მისი კურსის ამ ახალ დონეზე „დაჭერა“ უნდა მომხდარიყო … და ეს იყო და არის ერთადერთი სწორი პოლიტიკა! ჩვენ კი რა გვესმოდა და გვესმის?! „ლარის კურსი დაეცა, მაგრამ მალე გამყარდება“ (!) კურსი მერე ისევ ეცემა, მერე ისევ მყარდება და ეს პრიდურკული [სიტყვიდან „Придурок“] თამაში, რომელსაც ბიზნესის და მოსახლეობის ძარცვა უდევს საფუძვლადб – აღარ სრულდება.
წინ 2017 წელია!
პ ე რ ს პ ე ქ ტ ი ვ ა შ ი  დ ა ს ა ნ ა ხ ი ა:
1. რა უზრუნველყოფს საგადამხდელო ბალანსის მაჩვენებლების მეტ-ნაკლებ მდგრადობას (ე.ი. მთავარია, არ წავიდეთ გაუარესებისკენ – ეს უპირველესად!) და ოდნავ გაუმჯობესებისკენ სვლის დაწყებას?!
(ა) მსოფლიო ეკონომიკაში სტაბილიზაცია მოსალოდნელი არ არის და საგარეო კონიოუნქტურა უკეთესი არ იქნება;
(ბ) მთავარ პარტნიორ ქვეყნებში ვალუტის კურსები სტაბილური ვერ იქნება!
(დ) ექსპორტის სავარაუდო ზრდა საეჭვოა! მაშინ რა რჩება?! მხოლოდ სწორი საშინაო პოლიტიკა, მიმართული კონკურენტულ სფეროებში საკუთარი წარმოების გაძლიერებისაკენ!
2. ლარის სტაბილიზაციის ღონისძიებები (და არა უსაშველო იდიოტიზმი – მისი გამყარების მცდელობები)! შეძლებს თუ არა სებ-ი, ეკონომიკური პოლიტიკით გამყარებული (და ფისკალური პოლიტიკით) განცხადების გაკეთებას, რომ:
(ა) 2017 წელს ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის საზღვრები („დერეფანი“) იქნება რაღაც ფიქსირებული, “პლუს”/”მინუს”
3, მაქსიმუმ 4%? ამის გაცხადება მომენტალურად მოხსნის ლარის მოსალოდნელი დევალვაციის (კურსის მკვეთრი დაცემის) ნეგატიურ მოლოდინებს და კურსის დიდი ამპლიტუდით რყევების მოლოდინებს, ბიზნესს კი მისცემს საკუთარი ოპერაციების გათვლის საშუალებას. ეს ხელს შეუწყობს აგრეთვე ადგილობრივ მწარმოებლებსაც, რომლებიც წლებია მთლიანად იგნორირებული არიან როგორც სებ-ის, ისე მთავრობის პოლიტიკების მიერ. ეს ბიძგს მისცემს ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის გაჩენას და თანდათანობით ზრდას და ადგილობრივ წარმოებას ეკონომიკურად გამართლებულს გახდის. თუ ამის ნაცვლად გაგრძელდება მახინჯი პოლიტიკა მსხვილი იპორტიორების ლობირებისა და ხელშეწყობისა?.. ცხადია, “დერეფნის” დაწესება მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ სებ-ი მოაწესრიგებს აღრიცხვას და ეცოდინება ყოველდღიური მოთხოვნა ლარზეც და დოლარზეც. ეს თავის მხრივ, სებ-ს მისცემს საშუალებას ყოველდღიური მოთხოვნა დოლარზე დააკმაყოფილოს ისე, რომ ლარის კურსზე ამან არსებითი გავლენა არ მოახდინოს – ლარის კურსი დადაგენილ „დერეფანში“ იქნება „ჩაკეტილი“ და რხევებსაც ამ საზღვრებში გააკეთებს.
(ბ) სავალუტო რეზერვების ინტერვენცია განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ მოთხოვნა დოლაზე „შოკური“ იქნება.
რეზევების რა მაქსიმალური დასაშვები პროცენტი იქნება მიმართული ინტერვენციებისათვის? ესეც განსაზღვრას მოითხოვს…
(ა) პუნქტში განხილული ღონისძიებები ხელს შეუწყობს აგრეთვე სავალუტო რეზერვების შენარჩუნებას და მათ რაციონალურ მიზანმიმართულ ხარჯვას.
(გ) დაასრულებს თუ არა სებ-ი განუკითხაობას რეფინანსირების სესხების გაცემაში?
ცხადია, სებ-ი მოკლევადიანი ლიკვიდურობის პრობლემის მოხსნისათვის კომერციულ ბანკებს აწვდის და მომავალშიც უნდა მიაწოდოს სესხები, მაგრამ ეს სესხები ამ მიზნის ზუსტად შესატყვისი მოცულობისა უნდა იყოს და მხოლოდ დანიშნულებისამებრ მიიმართებოდეს: მოუხსნას ბანკებს დროებითი ლიკვიდურობის წარმოქმნილი პრობლემა… ნებისმიერი სხვა დამატებითი სესხი უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული და გაწერილი – ბანკი თავისუფალი არ უნდა იყოს მის გამოყენებაში და უნდა გამოიყენოს მხოლოდ იმ მიმართულებით, რაც განაცხადში იქნება მითითებული. სესხის გაცემის მიზანშეწონილობას კი სებ-ი განსაზღვრავს.
(დ) აპირებს თუ არა სებ-ი შეცვალოს სავალუტო ვაჭრობის წესები, ამ ბაზარზე თავისუფალი მოქალაქენიც იქნან დაშვებული და ბანკევბის როლი შეიზღუდოს, – მათ მხოლოდ აგენტის ფუნქციის შესრულება დაევალოს (ანუ მოქმედებდნენ მხოლოდ კლიენტების დავალების ფარგლებში).
ამ ღონისძიებების შედეგად, აგრეთვე ექსპორტის თანდათანობითი ზრდის შედეგად, ქვეყნის შიდა სავალუტო ბაზარზე მოიხსნება შოკები, ბაზარი მეტნაკლებად სტაბილური გახდება და ლარის კურსის სტაბილიზაცია დადგენელი „დერეფნის“ ფარგლებში შესაძლებელი იქნება. საუბარი უნდა შეწყდეს გამყარებებზე! ნუთუ, სხვაობას „გამყარებასა“ და „სტაბილიზაციას“ შორის ვერ ხედავთ?!
ეს რა უბედურებაა, ამყარო იმპორტზე ჩამოკიდებულ ქვეყანაში საკუთარი ვალუტა და ძირი გამოუთხარო ადგილობრავ წარმნოებას, – საერთოდ უაზრო გახადო იგი. დღეს ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ლარისადმი ნდობის გაჩენა და ნეგატიური მოლოდინების მოხსნა. საქართველოს ეკონომიკაში მინიმალური ინფლაციური პოტენციალი სებ-ს საშუალებას მისცემს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარ მიმართულებად სწორედ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და მისდამი მოსახლეობის ნდობის გაჩენა-ამაღლებაა.
არის კიდევ ერთი – მთავარი პრობლემა, – დღეს მაკროეკონომიკური პოლიტიკის ცენტრალური პრობლემა. ეს არის ფულის მასისა და ეკონომიკის მოცულობის შეუსაბამობის პრობლემა, – მონეტიზაციის დაბალი მაჩვენებელი დეკლარირებულ სწრაფ ზრდას უაზროს ხდის და საფუზველშივე სპობს…
რა როგორ გაკეთდეს, – ეს შემდეგ წერილში იხილეთ!

 

 

კომენტარის დატოვება