ჯეიმს აპატურაი – დღეს უფრო მეტი ნატოა საქართველოში და უფრო მეტი საქართველოა ნატოში

“ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოებაში, მხარი დავუჭიროთ რეფორმებს და მეტი უსაფრთხოება იყოს შავი ზღვის რეგიონში,”- აცხადებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჯეიმს აპატურაი.

აპატურაი კმაყოფილებას გამოთქვამს, ოპოზიციის პარლამეტში შესვლაზე. მისი თქმით, დღეს საქართველო უფრო ახლოსაა ნატოსთან ვიდრე ოდესმე იყო.

“ახალხანს იყო ნატოს სამიტი და ამ სამიტიდან გამომდინარე ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოებაში, მხარი დავუჭიროთ რეფორმებს და მეტი უსაფრთხოება იყოს შავი ზღვის რეგიონში. მიხარია, რომ პარტიების უმეტესობა პარლამენტშია და საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებს, ასევე აშშ-ს ელჩი დიდ როლს ასრულებს სასამართლო რეფორმის საკითხში და აქაც პროგრესია. საერთო ჯამში, თუ ჩემს აქ მოღვაწეობის ისტორიას გადავხედავ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველო უფრო ახლოსაა ნატოსთან ვიდრე ოდესმე იყო. დღეს უფრო მეტი ნატოა საქართველოში და უფრო მეტი საქართველოა ნატოში”, – თქვა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაის ვიზიტი საქართველოში გუშინ დაიწყო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდე