ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ელენე ხოშტარიას თავად არ სურს საპარლამენტო საქმიანობა და მანდატის შეწყვეტას თავად ითხოვს.

ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი 14-18 თებერვლის კვირაში პლენარულ სხდომას წარედგინება. გადაწყვეტილების მიღებას პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება.