პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი- ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

ჯეიმს აპატურაის პრეზიდენტმა ჯილდო პირადად გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

ჯეიმს აპატურაი საქართველო-ნატოს ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდა.