ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე კიბერშეტევა განხორციელდა, პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობენ – ჯანდაცვის სამინისტრო

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები უკვე მუშაობენ.

„პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები, რათა უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ხარვეზი აღმოიფხვრას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდი https://booking.moh.gov.ge დღეს დილიდან არ მუშაობს.