ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც საჭიროა ცესკო-ში, არის პატიოსნება და რეპუტაცია – იაგო ხვიჩია

ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც საჭიროა ცესკო-ში, არის პატიოსნება და რეპუტაცია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, ცეკო-ს წევრს შეეძლოს ხმების დაცვა.

„ჩემი აზრით, არაფერ შუაში არ არის, ვინ რისი მასწავლებელია. ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც საჭიროა ცესკო-ში, ეს არის პატიოსნება და რეპუტაცია. ეს არის ხალხი, რომელიც ითვლის ხმებს და ამბობს ვის დარჩა ძალაუფლება. ასეთ ადამიანს ფიზიკოსის ან იურისტის დიპლომი კი არ უნდა მოვთხოვოთ, არამედ პატიოსნება და რეპუტაცია. მე მხოლოდ ამ ნიშნით შევარჩევდი ცესკო-ს კანდიდატებს და საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს ტესტების ჩატარება და სამართალში ან რომელიმე სხვა სფეროში მეცადინეობა. მთავარი არის, რომ ადამიანს უნდოდეს, დაიცვას შენი ხმები, ამისთვის ჰქონდეს მებრძოლი ხასიათი. ჩემი აზრით, სრულიად საკმარისია ცესკო-ს წესიერი წევრისთვის“, – განაცხადა ხვიჩიამ.