საქართველოში კორონავირუსის 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 591 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 591 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 606 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 693, „პისიარ“ ტესტით – 9 913.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,49%, ბოლო 14 დღის – 3,01%, ბოლო შვიდი დღის – 3,68%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 371 293 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 355 718 გამოჯანმრთელდა, 5 383 კი, გარდაიცვალა.