ანა ნაცვლიშვილი – გუშინ იყო კარგად ორგანიზებული, სასტიკი და დანაშაულებრივი შეტევა მედიის წინააღმდეგ –  მითითება იყო გაცემული, რომ კარგად დაესაჯათ და ჭკუა ესწავლებინათ მედიისთვის

გუშინ იყო კარგად ორგანიზებული, სასტიკი და დანაშაულებრივი შეტევა მედიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, რაც გუშინ ვიხილეთ, მითითება იყო გაცემული, რომ კარგად დაესაჯათ და ჭკუა ესწავლებინათ მედიისთვის.

„გუშინ იყო კარგად ორგანიზებული, სასტიკი და დანაშაულებრივი შეტევა მედიის წინააღმდეგ. ეს იყო კარგად დაგეგმილი დანაშაული, ეს არ იყო სპონტანური ძალადობის ფაქტები. ყველაფერზე, რაც გუშინ ვიხილეთ, მითითება იყო გაცემული, რომ კარგად დაესაჯათ და ჭკუა ესწავლებინათ მედიისთვის. ეს იყო ხილული და ნათელი. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ადეკვატურობის მოლოდინი არ გვაქვს, უზრუნველყოფთ წნეხს, რომ ძალადობის თითოეული ფაქტი იყოს გამოძიებული და შესაბამისმა პირებმა პასუხი აგონ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელისუფლებას თავს დაატყდეს უზარმაზარი წნეხი და გამოძიება აწარმოოს, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.