აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ძალადობრივ თავდასხმებს გმობს. ამის შესახებ იგი  სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ჩვენ ვგმობთ საქართველოში 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, თემის წევრებსა და ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები“, – წერს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი.