გუშინ ჩვენ ვიხილეთ იესოს სახელით მარბიელი, აპოკალიფტურ მხეცად გადაქცეული ადამიანები – ამ ყველაფერზე, რაც რუსთაველზე ხდება პასუხისმგებელი არის ბიძინა ივანიშვილი და სამწუხაროდ, ილია მეორე – გიგი უგულავა

სირცხვილია, როდესაც საპატრიარქოში დარაჯიდან დაწყებული უმაღლესი იერარქიების სასულიერი პირებით დამთავრებული იმას არკვევენ, ვინ ვისთან წევს – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ბიძინა ივანიშვილი და სამწუხაროდ, ილია მეორე.

,,ამ ყველაფერზე პასუხიმსგებელი არის ბიძინა ივანიშვილი და სამწუხაროდ, ილია მეორე. დღევანდელ დღეს თუ დავაკვირდებით, ხელისუფლებას და საპატრიარქოს რომ გამოვაკლოთ თავისი რესურსი, მივიღებთ იმას რაც აქ არის. იმიტომ რომ თავისუფლების შემბილწველი რუსეთის დამქაში, მისი ინტერესების ღიად გამტარებელი არ არის ბევრი. მაგრამ სამწუხაროდ გზააბნეული არის ძალიან ბევრი. გუშინ რაც ვიხილეთ ეს არის აპოკალისტური მხეცი, რომელიც საპატრიაქროს ჯურღმულებიდან საკუთარი პრობლემების გადასაფარად გამოუშვეს ღარიბაშვილის კურთხევით. ჩვენ ვიხილეთ აპოკალიფტური მხეცი. ეს არის ადამიანი, რომელსაც ვიღაცა მხეცად აქცევს.

გუშინ ჩვენ ვიხილეთ იესოს სახელით მარბიელი, აპოკალიფტურ მხეცად გადაქცეული ადამიანები და სირცხვილია, როდესაც საპატრიარქოში დარაჯიდან დაწყებული უმაღლესი იერარქიებით დამთავრებული იმას არკვევენ, ვინ ვისთან წევს. სირცხვილია ასე გააგიჟო ადამიანები და მიუქსიო სხვა ადამიანებს,” – განაცხადა გიგი უგულავამ.