სიახლე-მთის სკოლებში ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები იწყება

თამთა მეგრელიშვილი

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერული პოლიტიკის საკითხებში

PH International-ისა და მცხეთა თიანეთის რეგიონში ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ინციატივით,  თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერული პოლიტიკის საკითხებში  თამთა მეგრელიშვილი იწყებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მცხეთის,დუშეთისა და თიანეთის საჯარო სკოლის  მოსწავლეებთან.

საუბარი იქნება ინფორმაციული ხასიათის და სხვა სამართლებრივ საკითხებთან ერთად შეეხება გენდერის ინსტიტუტს, მის არსს, განვითარებას, დადებით და უარყოფით კონტექსტში.

შეხვედრა გაიმართება: ხევსურთსოფლის,სიონის,თიანეთის,მცხეთისა და დუშეთის საჯარო სკოლებში. მადლობას ვუხდი აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს,სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს,მოტივირებულ ახალგაზრდებს რომლებმაც გამოთქვეს ჩემთან შეხვედრისა და საუბრის სურვილი.

ასევე უღრმესი მადლობა ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ თამარ მაისურაძეს, რომელიც ახალგაზრდებთან ერთად მუდამ მზად არის აკეთოს ჩვენი მომავლისათვის სასიკეთო საქმეები. ქალბატონი თამარი ჩართულია აღნიშნულ პროექტშიც და გვერდით გვიდგას.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია საინფორმაციო სააგენტო geomediatv.ge-ს დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის ბიურო,  ხელმძღვანელი ვაჟა თინიაშვილი, რომელიც ჩვენს გვერდით იქნება და საზოგადოებას გააცნობს პროექტის მიმდინარეობას.

კომენტარის დატოვება