ევროპარლამენტარი – ევროპული თვალსაზრისით, უმცირესობების დაცვა არის მთავრობის უპირობო ვალდებულება – მნიშვნელოვანია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის დაგმობა

ევროპული თვალსაზრისით, უმცირესობების დაცვა არის მთავრობის უპირობო ვალდებულება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის დაგმობა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, თუ არ იტყვი, რომ LGBTI პირების წინააღმდეგ ძალადობა, შევიწროება და დისკრიმინაცია აბსოლუტურად მიუღებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, სვენ მიქსერმა ვირტუალურ კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით,  საკმარისი არ არის დაგმო ძალადობა მხოლოდ ჟურნალისტების წინააღმდეგ ან ზოგადად დაგმო ძალადობა.

„ მოკლედ შევეხები გასული კვირის ტრაგიკულ მოვლენებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დაგმო ძალადობა, თუმცა ვფიქრობ, რომ მან არ დაგმო ძალადობა LGBTQI პირების წინააღმდეგ და ეს არის ის, რაც საქართველოს ხელისუფლებაში მყოფებმა უნდა გააკეთონ, რადგან არ არის საკმარისი დაგმო ძალადობა მხოლოდ ჟურნალისტების წინააღმდეგ ან ზოგადად დაგმო ძალადობა. ევროპული თვალსაზრისით, უმცირესობების დაცვა არის მთავრობის უპირობო ვალდებულება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის დაგმობა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, თუ არ იტყვი, რომ LGBTI პირების წინააღმდეგ ძალადობა, შევიწროება, დისკრიმინაცია აბსოლუტურად მიუღებელია და ამ თემის ყველა წევრის დაცვა უზრუნველყოფილია მთავრობის მხრიდან“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.