შარლ მიშელი – აპრილის შეთანხმების სრულად და კეთილსინდისიერად შესრულება საუკეთესო გარანტიაა საქართველოს დემოკრატიული წესრიგის წინ წასაწევად, ეს არის ჩემი გზავნილი პარტიებისადმი

ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიისადმი არის, რომ აპრილის შეთანხმების სრულად შესრულება, წერილობით, სულისკვეთებითა და კეთილსინდისიერად არის საუკეთესო გარანტია საქართველოს დემოკრატიული წესრიგის წინ წასაწევად, – ამის შესახებ საქართველოში მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრაზე საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების საკითხი განიხილა.

„დღეს მე ვარ საქართველოში, რათა დავესწრო ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და შევხვდე ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი ქვეყნების, საქართველოს, უკრიანისა და მოლდოვის ლიდერებს.

ასევე, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რათა განგვეხილა საქართველოში ბოლო მოვლენები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულება.

ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიისადმი არის ის, რომ აპრილის შეთანხმების სრულად შესრულება, წერილობით, სულისკვეთებითა და კეთილსინდისიერად არის საუკეთესო გარანტია საქართველოს დემოკრატიული წესრიგის წინ წასაწევად ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა შარლ მიშელმა.