ბათუმში კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი მოკლეს

ბათუმში, კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი, მოკლეს.

შემთხვევა წუხელ ღამით, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, მოხდა. მოკლულია60 წლამდე მამაკაცი. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.